სტრინდბერგის “შემოდგომა”

19 Nov

სტრინდბერგის „შემოდგომა“

ცოლ-ქმარს ერთმანეთი ჩუმად, თავისებურად უყვარდა. ათი წელია ერთად იყვნენ. როცა ბავშვები გაჩნდნენ, მათი გრძნობა უფრო მოვალეობაში გადაიზარდა. ქმარს ახალი სამსახურის გამო, ქალაქის ერთი თვით დატოვება უწევს. კაცი მატერიალური უზრუნველმყოფელია, ქალი ბავშვებს უვლის. ქალის სილამაზე ამასობაში ოდნავ შებღალულა, მაგრამ ის ხომ მხოლოდ ქმარზე არ ზრუნავს, არამედ იმ „კომუნაზე, რომელიც თავად შექმნა.“ – ასე ქმარი იმშვიდებს თავს. – თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ „იქნებ უფრო მეტხანსაც შეენარჩუნებინა ახალგაზრდობა, ამდენი სული რომ არ ჰყოლოდა გამოსაკვები, მარტო რომ ყოფილიყო, თუმცა წამითაც არ უნანია ეს.“
ოჯახიდან მოშორებულ ქმარს ათი წლის წინანდელი მეუღლე-სატრფო ენატრებოდა.
„ინანიებდა ყოველ უხეშ სიტყვას, ყოველ სიმწარეს, რაც კი ამ ხნის განმავლობაში შეახვედრა ცოლს.“ უგზავნის სასიყვარულო წერილებსა და ლამაზ ღია ბარათებს… ამიტომაც სწერდა მას არა როგორც ოჯახის დედას, არამედ, როგორც საცოლეს, საყვარელს. გონებაში ამოუტივტივდა დავიწყებული მელოდიები, რომანსები, ჩიტები თუ ყვავილთა სურნელი. არც პასუხები აყოვნებდა და გაჩაღდა ერთი რომანტიკული მიმოწერა. მაგრამ მივლინების დროც იწურებოდა და კაცს გული მღელვარებით ევსებოდა: „მას მიმოწერა საყვარელთან ჰქონდა. მაგრამ დიასახლისსა და დედაში იპოვიდა სატრფოს?“ და რადგან ცოლის ხილვა წინსაფარში არ სურდა, გადაწყვიტა, მას იმ სასტუროში შეხვედროდა, სადაც თაფლობის თვე გაატარეს და ბედნიერი მოგონებები ჰქონდათ. ამაზე მან ცოლს წერილობით აცნობა და მისი მხრიდანაც აღტაცებული თანხმობა მიიღო. ორი დღის შემდეგ კაცი დათქმულ ადგილას ჩადის,
სექტემბრის სასიამოვნო დღეა, სასტუმროს მყუდროებაზე ზრუნავს და ა. შ. ნუთუ ჩამოვა, თუ ბავშვების ავადმყოფობა შეაჩერებს, ან რაიმე სხვა მიზეზი? „ბავშვებზე ახლა ისე ფიქრობდა, როგორც რაღაც დაბრკოლებაზე, რომელმაც ცოლს დააშორა.“
აი, თეთრ ცხვირსახოცს უქნევს ცოლი გემიდან. ქალი თითქოს ის არის და არც არის. საუბარი თავიდანვე ისე ვერ აეწყო. შემდეგ ქმარმა გასეირნება შესთავაზა. ამ პატარა კურორტზე შემოდგომის განწყობა სუფევდა: ბაღები დაცარიელებული, ხეები შემოძარცვული, ყვავილები დაყვავილებული, სასტუმროებში სიჩუმე…
მოძებნეს ის აგარაკი, რომელშიც ადრე ცხოვრობდნენ. აგარაკი „აივნითა და ერთი ბეწო ბაღით.“ „და მაშინვე წამოიშალა მოგონებები. აი, ამ ოთახში დაიბადა მათი სიყრმის შვილი. …აი, ვარდის ბუჩქი, რომელიც თვითონ დარგეს. კვლები კი, რომლებშიც მარწყვს რგავდნენ, გაიბარდა და პატარა მდელოებად იქცა. ორ იფანზე კიდევ ჩანდა მათი საქანელების თოკების კვალი.“
შემდეგ რესტორანში ისევ ძველ მაგიდასთან სადილი და წარსულის თავბრუდამხვევი მოგონებები…
„–იმღერე რამე, უთხრა ქმარმა და როიალს სახურავი ახადა.“
მცირედი ყოყმანის შემდეგ, ქალი ამღერდა: „რას ეძახიან ქვეყანას, ჩემი მიჯნური რომ ცხოვრობს?“ მაგრამ, სამწუხაროდ, ხმას ძალა და სისუფთავე დაჰკარგვოდა. ბგერები ყალბად ჟღერდა. „სიმღერა ხან ყვირილს წააგავდა, სულის საბრალო, სასოწარკვეთილ ყვირილს, რომელმაც იცის, რომ დღე გავიდა და საღამო ახლოვდება.“
რომ დაამთავრა, ერთხანს ელოდა, რომ ქმარი მივიდოდა, მაგრამ ამაოდ. ოთახში სიჩუმე სუფევდა. როცა ქალი საკამით შემოტრიალდა, დაინახა, რომ ქმარი დივანზე იჯდა და ტიროდა.
შემდეგ ცოლს მადლობა გადაუხადა, ყავაზე მშვიდი საუბარი ჰქონდათ ცხოვრებისეულ საკითხებზე.
კაცი საძინებელში შევიდა. ქალი ერთხანს დიასახლისს ესაუბრა: ჯერ ხახვის დამწნილებაზე, შემდეგ შალეულის რეცხვაზე.
ქალმა საძინებლის კარზე რომ დააკაკუნა, პასუხი არავინ გასცა, ხოლო როცა კარი შეაღო, ქმარს ეძინა.
მეორე დღეს გაისეირნეს, მთაზე ძლივს ავიდნენ, ფეხები აღარ ემორჩილებოდათ. ბოლოს ქმარმა სამსახურზე დაიწყო საუბარი, ცოლმა – ბავშვებზე. ქმარმა თავისი ფიქრიც გაანდო: „დავბერდით, დედიკო, ჩვენი გაზაფხული წავიდა, და კმაყოფილი ვიყოთ იმით, რაც გვქონდა. თუ წინააღმდეგი არა ხარ, პირდაპირ საღამოს გემით დავბრუნდეთ შინ.“
რას იტყვით, მართლაც ყველაფერს თავისი დრო აქვს, არა?

8 Responses to “სტრინდბერგის “შემოდგომა””

  1. katerina November 19, 2013 at 1:07 pm #

    ჰმ, თუ სწორად გავიგე, კარგად გასახსენებელი მარტო თაფლობის თვე ჰქონიათ… პრინციპში არის ამაში ლოგიკა. დამასევდიანა

  2. rusa111 November 21, 2013 at 12:56 pm #

    ჰო, რომ ვკითხულობდი, ქართველები მეგონა, არა მარტო მაგის გამო…
    არადა, ეს ყოველივე შორეულ შვედეთში ხდება!..

  3. rusa111 November 22, 2013 at 12:06 pm #

    p. s. მოთხრობა იმაზეა, წარსულს რომ ვერ დააბრუნებ, რადგან ის მთავარი უკვე ჩავლილია და შენც აღარ ხარ ის, რაც იყავი.

  4. lia111 November 23, 2013 at 12:11 pm #

    ერთი რუსული რომანსი გამახსნა – სევდიანი და რომანტიული:
    «Не возвращайтесь к былым возлюбленным,
    Былых возлюбленных на свете нет.» …

  5. Nino November 24, 2013 at 4:28 pm #

    სევდიანი, მაგრამ კარგად არის აღწერილი ცხოვრებისეული რეალობა. წარსული შეიძლება ვერ დაბრუნდეს, ახალგაზრდობაც ვერ დაბრუნდება, მაგრამ ძალიან მომეწონა ორ ადამიანს შორის არსებული სიყვარული, რომელიც მუდმივი აღმოჩნდა და რომელსაც ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო. ფინალი პირადად ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო და ოპტიმისტურიც არის, მთავარი ხომ სიყვარულია ურთიერთობაში!🙂

    • rusa111 November 25, 2013 at 1:01 pm #

      ჰო, ხშირად მოვალეობად ქცეული სიყვარული…

      • Nino November 27, 2013 at 1:16 pm #

        ხო, სიტყვა მოვალეობას თუ კარგი მნიშვნელობით გავიგებთ, მოვალეობად ქცეული სიყვარულიც მშვენიერი უნდა იყოს ჩემის აზრით🙂

  6. Nino December 20, 2013 at 11:43 am #

    sevdam Semipyro, magram eg dro jer Sorsaa!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: