ჰესე კაფკას შესახებ

29 Mar

ჰერმან ჰესე
კაფკას განმარტებისთვის

წერილებს შორის, რომლებსაც მკითხველები მწერენ, არის ერთი კატეგორია, რომლის რიცხვი სულ უფრო იზრდება და მათ მე მკითხველსა და შემოქმედებას შორის სულ უფრო მზარდ ინტელექტუალიზებულ ურთიერთობებად განვიხილავ. ამ სახის წერილები, რომლებიც უმეტასად ახალგაზრდებისგან მომდის, დაჟინებულ მცდელობას გამოხატავენ ახსნა-განმარტებებისაკენ; მათი ავტორები დაუსრულებლად სვამენ კითხვებს. სურთ იცოდნენ, რატომ გამოიყენა ავტორმა აქ ეს სურათ-ხატი, იქ ის სიტყვები. ამ წიგნით რა “სურდა” ან რას “გულისხმობდა”, როგორ მოუვიდა თავში აზრად, რომ სწორედ ეს თემა აირჩია.
ჩემგან იმის ცოდნა სურთ, საკუთარი წიგნებიდან რომელი მომწონს ყველაზე მეტად, რომელია ყველაზე საყვარელი, ჩემ შეხედულებებსა და განზრახვებს ყველაზე უკეთ რომელი მათგანი გადმოსცემს. გარკვრულ ფენომენებსა და პრობლემებზე 30 წლის ასაკში აზრი სხვაგვარად გამოვხატე, ვიდრე 70 წლის ასაკში; თუ როგორია ურთიერთმიმართება დემიანსა და იუნგის ან ფროიდის ფსიქოლოგიას შორის და ა.შ. და ა.შ. ამ კითხვებიდან ზოგიერთი სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან მოდის და მასწავლებელთა ზეგავლენა იგრძნობა, უმრავლესობა კი ჩანს ჭეშმარიტი, საკუთარი მოთხოვნილებებიდანაა წამოჭრილი და ყველა ერთად გვიჩვენებს იმმეტამორფოზას (სახეცვლილებას) წიგნისა და მკითხველის ურთიერთობაში, რომელიც ყველგან,მათ შორის საყოველთაო კრიტიკაშიც გვხვდება. ამაში მკითხველის გააქტიურებაა გასახარი; მათ აღარ სურთ პასიურად დატკბნენ, მათ სურთ ნაწარმოები მოიხელთონ და გაანალიზების გზით გაითავისონ.
მაგრამ ამ ამბავს თავისი საპირისპირო მხარეც აქვს: სიბრძნის ფრქვევა ხელოვნებისა და თხზულების შესახებ, მათი ერთგვარ სპორტის სახეობად თუ თვითმიზნად ქცევა, იმ მოთხოვნილების გავლენით, რომ ის კრიტიკული ანალიზით გადალახო. ამით თვითმიძღვნის, ჭვრეტის, შინაგანი მიყურადების ელემენტარული უნარი ძალზე დაზარალდა. თუ იმით კმაყოფილი ხარ, ლექსი ან მოთხრობა აზრებისა და ტენდენციის შემცველობით, აღმზრდელობითი თუ აღმშენებლობითი სახით (ხასიათით) შენში აღფრთოვანებას იწვევდეს, ასეთ შემთხვევაში ცოტათი კმაყოფილდებიან და ხელოვნების საიდუმლო, ჭეშმარიტი და არსებითი, ამგვარ ადამიანს ხელიდან უსხლტება.
ცოტა ხნის წინ ერთმა ახალგაზრდა კაცმა, მოსწავლემ თუ სტუდენტმა, მომწერა წერილი თხოვნით, მეპასუხა ფრანც კაფკას შესახებ მთელ რიგ კითხვებზე. მას იმის ცოდნა სურდა, კაფკას შემდეგ ნაწარმოებებს: “ციხე-სიმაგრე”, “პროცესი”, “კანონი”, მე რელიგიურ სიმბოლოებად ვთვლი თუ არა. – ან თუ ვიზიარებ ბუბერის აზრს კაფკას იუდეველობასთან მიმართების თაობაზე; – ან კიდევ მჯერა თუ არა კაფკასა და პაულ კლეეს შორის ნათესაობისა, – და სხვა ამგვარი. ჩემი პასუხი კი ასეთი იყო:

ძვირფასო ბატონო ბ.
…სამწუხაროდ, მე იმედი უნდა გაგიცრუოთ. თქვენი კითხვები და მთელი ის სახე (ხასიათი), თუ როგორ ექცევით შემოქმედებას, თუმც ეს ჩემთვის სრულებითაც არ არის მოულოდნელი, რადგან თქვენ ათასობით თანამოაზრე-კოლეგა გყავთ. მაგრამ ყველა ეს თქვენი პასუხგაუცემელი კითხვა, გამონაკლისის გარეშე, ერთი და იგივე შეცდომის წყაროდან მომდინარეობს.
კაფკას მოთხრობები სამეცნიერო ტრაქტატები როდი გახლავთ რელიგიურ, მეტაფიზიკურ, ან მორალურ პრობლემებზე, არამედ – მხატვრული ნაწარმოებები.
ვისაც უნარი აქვს მწერლის მართლა წაკითხვისა, სახელდობრ, კითხვების გარეშე, ინტელექტუალური თუ მორალური შედეგების მოლოდინის გარეშე, უბრალოდ მზადაა იმის მისაღებად, რასაც პოეტი გვაწვდის, ეს ნაწარმოებები თავის ენობრივ ქსოვილში მას აძლევენ ყოველ პასუხს, რასაც კი მოისურვებს. კაფკას ჩვენთვის არც როგორც თეოლოგსა და არც როგორც ფილოსოფოსს არაფრის თქმა არ შეუძლია, არამედ მხოლოდ – როგორც მწერალს. ის, რომ მისი ნაწარმოებები დღეს ასე მოდური გახდა, ის, რომ მათ ისეთი ადამიანები კითხულობენ, ვისაც არც ნიჭი ყოფნის და არც სურვილი მისი შემოქმედების აღსაქმელად, ამაში ის სრულიად უდანაშაულოა.
ჩვენთვის, ვინც კაფკას ადრეული ნაწარმოებებიდან მოყოლებული, მათ მკითველთა რიცხვს განეკუთვნება, თქვენი კითხვები არაფერს ნიშნავს. კაფკა მათზე არავითარ პასუხს არ გვაძლევს. ის გვაწვდის ოცნებებს, თავისი მარტოსული, მძიმე ცხოვრების ხილვებს; თავისი განცდების, გაჭირვებისა თუ უიღბლობის ანალოგიებს, – და არა “განმარტებებს”, რაც ამ შემოქმედების მახვილგონიერ ინტერპრეტატორებს შეუძლიათ გადმოსცენ. ამგვარი განმარტება არის ინტელექტის თამაში, ხშირად ძალზე მშვენიერი თამაში, ეს კარგია ჭკვიან, მაგრამ ხელოვნებისგან გაუცხოებული ხალხისთვის, ვისაც ზანგების პლასტიკაზე და თორმეტბგერიან მუსუკაზე წიგნების კითხვა და წერა შეუძლია, მაგრამ მათი ხელოვნების ნაწარმოების შიგნით შეღწევა არ ძალუძთ, ამაზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგანაც ისინი ჭიშკართან დგანან და ათასი გასღებით ცდილობენ მის გაღებას, და სრულებითაც ვერ ამჩნევენ, რომ ჭიშკარი ღიაა.
დაახლოებით აბგვარია თქვენს კითხვებზე ჩემი რეაქცია. თავი მაინც ვალდებულად ჩავთვალე, თქვენთვის მეპასუხა, რადგან სერიოზულად მეკითხებოდით.

(1956 წ.)

7 Responses to “ჰესე კაფკას შესახებ”

  1. lia111 April 2, 2013 at 12:48 pm #

    რა ნაცნობი სიტუაციაა – ღია კარისთვის გასაღებების ძიება.
    ვფიქრობ კაფკა ერთ-ერთი იმ მწერალთაგანია, სადაც არაფერია გამოგონილი, არამედ ყველაფერი უაღრესად რეალური და უშუალოდ განცდილი, უფაქიზესი შინაგანი სამყარო გარეთ გამოტანილი. და თუ გინდა მიუახლოვდე მას, გრძნობისმიერად უნდა მიუახლოვდე, შეხვიდე მის სამყაროში და თუ მაინცდამაინც აუცილებელია, შემდეგ დაიწყო ლოგიკური შეკითხვების დასმა.

  2. rusa111 April 2, 2013 at 1:29 pm #

    ყველა კარგ მწერალთან ალბათ ეგრეა, მწერლობა სხვა სფეროა, მაგაზე საუბრობს ჰესე. ლიტერატურის თეორია სხვაა…

  3. lia111 April 7, 2013 at 3:34 pm #

    ჰო, როგორც ამბობენ, ხელოვნებათმცოდნე არშემდგარი ხელოვანიაო. მაგრამ ზოგჯერ მაინც საინტერესოა კრიტიკოსის, ამ შემთხვევაში ლიტერატურის კრიტიკოსის აზრებიც. ზოგჯერ ისეთ ნიუანსზე მიაგაქცევინებს ყურადღებას, შენ თვითონ რომ ვერასდროს მიხვდებოდი.

  4. rusa111 July 2, 2013 at 7:02 pm #

    გზამკვლევის როლს ასრულებს ხშირად ხელოვნებათმცოდნე, თუ რა თქმა უნდა, საკუთარი ეგოისტური ამბიციები არ უღიტინებს.

  5. anania September 9, 2013 at 10:51 pm #

    ორივე დიდი მწერალია და იციან ერთმანეთის ფასი.

  6. rusa111 September 9, 2013 at 11:10 pm #

    ჰო, დიდი თანაგრძნობით წერს ჰესე…

  7. პოლის ბლოგი February 23, 2014 at 6:07 pm #

    Reblogged this on პოლის ბლოგი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: