Hay| დაავადების ფსიქოლოგია

13 Feb


ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ და ვკითხულობ ამ საკითხებზე, ანუ დაავადების ფსიქოლოგიაზე. გიფიქრიათ, რომ ყველაფერზე, რაც კი ცხოვრებაში გვემართება ჩვენ ვართ პასუხისმგებელი? საქმე თურმე იმაში კი არაა, რა გვემართება, არამედ, ჩვენ თავად როგორ ვრეაგირებთ ყოველივე ამაზე.
ამ კონკრეტული ფსიქიატრის თქმით, სხეული ჩვენი წარმოდგენების პირდაპირი ასახვაა და ყოველი უჯრედი ჩვენს აზრებზე ახდენს რეაქციას. მოწყენილ სახიან ადამიანს ცხადია, შესაბამისი აზრები აქვს.
თუ თვალების პრობლემა გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის დანახვა არ გსურთ. თავისტკივილი კი თურმე მაშინ გვაწუხებს, როცა თავს არასრულყოფილად ვგრძნობთ.
მოკლედ, გული სიყვარულის სიმბოლოა, სისხლი – სიხარულისა და ა.შ. ქრონიკულ დაავადებას ქრონიკული საკუთარი თავის დადანაშაულების გრძნობა შობს; ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ ეს ყოვლად უსარგებლო გრძნობაა, ის სიტუაციას ვერ ცვლის,ამიტომაც გვირჩევენ, გავთავისუფლდეთ ამგვარ აზრთა ტყვეობისაგან.
საინტერესოა სავარჯიშო იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ჩვენ არ გვესიმპათიურება. დავუკვირდეთ, რა არ მოგვწონს მასში, თურმე სწორედ ის პრობლემა გვაქვს ჩვენც თავად, როგორც კი გავთავისუფლდებით ამ ჩვეული აზრებისა და წარმოდგენებისაგან, ეს ადამიანები უმალ გაქრებიან ჩვენგან.
თუ უფროსი გაღიზიანებთ, რომელიც სულ გაკრიტიკებთ, დაუკვირდით, განა არ ფიქრობთ თქვენ, რომ ყველა უფროსი კრიტიკული და უმადურია და თავადაც განა ისეთივე უკმეხი და ზარმაცი არ ხართ?
თუ გყავთ ბავშვი და რამე თვისება გაღიზიანებთ მასში, ნადვილად თქვენც იგივე ჩვევები გაქვთ, გათავისუფლდით მათგან და ბავშვიც ავტომატურად გათავისუფლდება ამ ჩვევებისაგან.ამიტომაც უმჯობესია, უიმედო მსხვერპლის როლს თავი ვანებოთ.
მოკლედ, ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ აღმოვაჩინე ამგვარ ლიტერატურაში. მიზეზთა გამო, ბევრს ვერ ვწერ.რამეს გეუბნებათ სახელი ლუიზა ჰეი?

8 Responses to “Hay| დაავადების ფსიქოლოგია”

  1. katerina February 13, 2013 at 7:18 pm #

    მე საკუთარი მეთოდი მაქვს არასასურველ ადამიანთაგან გათავისუფლების- ვკარგავ🙂 უტყუარი მეთოდია

  2. rusa111 February 14, 2013 at 9:17 am #

    არასასურველი აზრებისგან გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა.

  3. lia111 February 19, 2013 at 10:31 am #

    სათქმელად ადვილია, თუმცა რეალურად აზრების, გრძნობების, წარმოდგენებისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია და ბევრ მუშაობას მოითხოვს. მაგრამ, მეორე მხრივ, შედეგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღირს დროის, ენერგიის ხარჯვად.

  4. rusa111 February 20, 2013 at 11:53 am #

    ნამდვილად, სამაგისოდ სავარჯიშოებსაც გვთავაზობენ.

  5. tsotnee July 16, 2013 at 5:41 am #

    საინტერესოა, რამდენი იყენებს ამ მეთოდს.😉

  6. rusa111 July 16, 2013 at 7:09 am #

    თავად ლუიზა ჰეიც დაავადებული იყო სიმსივნით და განიკურნა ამგვარი დადებითი ემოციებით. შემდეგ სეანსებს ატარებდა და წიგნებს წერს.

  7. anania September 9, 2013 at 10:53 pm #

    ჩემ შვილზე მართლა ვამჩნევ, მასში ის მაღიზიანებს, რაც არ მომწონს ჩემში.

  8. rusa111 September 9, 2013 at 11:07 pm #

    საერთოდ სხვაში ის გაღიზიანებს, რაც შენი პრობლემაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: