Archive | თებერვალი, 2013

Hay| დაავადების ფსიქოლოგია

13 თებ


ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ და ვკითხულობ ამ საკითხებზე, ანუ დაავადების ფსიქოლოგიაზე. გიფიქრიათ, რომ ყველაფერზე, რაც კი ცხოვრებაში გვემართება ჩვენ ვართ პასუხისმგებელი? საქმე თურმე იმაში კი არაა, რა გვემართება, არამედ, ჩვენ თავად როგორ ვრეაგირებთ ყოველივე ამაზე.
ამ კონკრეტული ფსიქიატრის თქმით, სხეული ჩვენი წარმოდგენების პირდაპირი ასახვაა და ყოველი უჯრედი ჩვენს აზრებზე ახდენს რეაქციას. მოწყენილ სახიან ადამიანს ცხადია, შესაბამისი აზრები აქვს.
თუ თვალების პრობლემა გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის დანახვა არ გსურთ. თავისტკივილი კი თურმე მაშინ გვაწუხებს, როცა თავს არასრულყოფილად ვგრძნობთ.
მოკლედ, გული სიყვარულის სიმბოლოა, სისხლი – სიხარულისა და ა.შ. ქრონიკულ დაავადებას ქრონიკული საკუთარი თავის დადანაშაულების გრძნობა შობს; ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ ეს ყოვლად უსარგებლო გრძნობაა, ის სიტუაციას ვერ ცვლის,ამიტომაც გვირჩევენ, გავთავისუფლდეთ ამგვარ აზრთა ტყვეობისაგან.
საინტერესოა სავარჯიშო იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ჩვენ არ გვესიმპათიურება. დავუკვირდეთ, რა არ მოგვწონს მასში, თურმე სწორედ ის პრობლემა გვაქვს ჩვენც თავად, როგორც კი გავთავისუფლდებით ამ ჩვეული აზრებისა და წარმოდგენებისაგან, ეს ადამიანები უმალ გაქრებიან ჩვენგან.
თუ უფროსი გაღიზიანებთ, რომელიც სულ გაკრიტიკებთ, დაუკვირდით, განა არ ფიქრობთ თქვენ, რომ ყველა უფროსი კრიტიკული და უმადურია და თავადაც განა ისეთივე უკმეხი და ზარმაცი არ ხართ?
თუ გყავთ ბავშვი და რამე თვისება გაღიზიანებთ მასში, ნადვილად თქვენც იგივე ჩვევები გაქვთ, გათავისუფლდით მათგან და ბავშვიც ავტომატურად გათავისუფლდება ამ ჩვევებისაგან.ამიტომაც უმჯობესია, უიმედო მსხვერპლის როლს თავი ვანებოთ.
მოკლედ, ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ აღმოვაჩინე ამგვარ ლიტერატურაში. მიზეზთა გამო, ბევრს ვერ ვწერ.რამეს გეუბნებათ სახელი ლუიზა ჰეი?

Advertisements