ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი”

18 Jan

Image

ფრანგული რომანი
ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი”. ეს რომანი ავტორის მორიგი ავანტიურაა, თუმცა ვერ იტყვი, რომ ურიგო საკითხავია.ასაკში შესული ქალის სასიყვარულოთავგადასავლები, მცირეწლოვანი თაყვანისმცემლები აქაც კვლავ შეგხვდებათ. “მე დოროთი სეიმური მქვია. 45 წლის ვარ და სახეზე ოდნავ შემპარვია ჭკნობა, რადგან ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის გადაჭრით არაფერი ამიკრძალავს. სცენარისტი გახლავართ, სხვათა შორის, სახელგანთქმულიც. მამაკაცებს ჯერ კიდევ რჩებათ თვალი ჩემზე, შეიძლება იმიტომაც, რომ არც თავად ვარ გულგრილი მათ მიმართ.”
როგორც ამბობენ, “მფარველი ანგელოზი” მწერლის ყველაზე გულწრფელი რომანია, იგი 1968 წელს დაიწერა. მეტად თავშესაქცევია ეს სასიყვარულო ისტორიები, გიჟური თავაწყვეტილი ქროლა სწრაფი “იაგუარით”. მოქმედება მეოცე საუკუნის ლოს-ანჯელესში ვითაარდება. მსუბუქი ირონია, სევდა, სიკეთე კვლავ თანმდევ თვისებებად რჩება, რაც ფ. საგანის რომანებისათვის ზოგადადაა დამახასიათებელი. ქალის მიერ შეფარებული ავარიის მსხვერპლი ლუისი, შინ საცხოვრებლად რომ წამოიყვანს, ჰოლივუდში თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგაც თვლის, რომ საკუთარი “მფარველი ანგელოზის” გვერდით სურს ცხოვრება.
მოკლედ, ეს წიგნი მანქანაში საკითხავად ან საარდადეგებოდ,ზედგამოჭრილია.

10 Responses to “ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი””

  1. katerina January 19, 2013 at 12:08 pm #

    მე მიყვარს საგანი, ოღონდ ეს რომანი არ ვიცი. წავიკითხავ

  2. Kejeradze January 19, 2013 at 1:42 pm #

    მიყვარს ფრანსუაზა… რჩევას გავითვალისწინებ და საარდადეგებოდ გადავდებ🙂

  3. rusa111 January 21, 2013 at 11:47 am #

    თან კარგად იკითხება,მე ცოტა მძიმე პირობებში მომიწია, ავად ვარ და საავადმყოფოში წავიკითხე.

  4. tsotnee January 30, 2013 at 12:06 pm #

    მე მაქვს წაკითხული და მართლაც კარგად იკითხება.

  5. lia111 January 31, 2013 at 11:39 am #

    ეს რომანი არ წამიკითხავს. საერთოდ კი მივესალმები ასეთი ავტორების თარგმნას ქართულად. ხომ კარგი თარგმანია?

  6. rusa111 January 31, 2013 at 2:28 pm #

    კი, თარგმანს არა უშავს.

  7. Nino August 9, 2013 at 10:57 am #

    ძაან მომეწონა, გავერთე!

  8. rusa111 August 9, 2013 at 3:40 pm #

    ფ. საგანი ზოგადად მსუბუქი საკითავია და სასიამოვნო. მე მგონი, ქალური ლიტერატურაა, მაგრამ როგორც ვატყობ, კაცებიც ხალისით კითხულობენ.

  9. anania September 9, 2013 at 10:55 pm #

    ამ ქალს ასაკით უმცროს კაცებზე რა გართულება აქვს!

  10. rusa111 September 9, 2013 at 11:06 pm #

    რა გითხრა, ან ილუზიაა, ან მობეზრება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: