ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი”

18 იან

Image

ფრანგული რომანი
ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი”. ეს რომანი ავტორის მორიგი ავანტიურაა, თუმცა ვერ იტყვი, რომ ურიგო საკითხავია.ასაკში შესული ქალის სასიყვარულოთავგადასავლები, მცირეწლოვანი თაყვანისმცემლები აქაც კვლავ შეგხვდებათ. “მე დოროთი სეიმური მქვია. 45 წლის ვარ და სახეზე ოდნავ შემპარვია ჭკნობა, რადგან ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის გადაჭრით არაფერი ამიკრძალავს. სცენარისტი გახლავართ, სხვათა შორის, სახელგანთქმულიც. მამაკაცებს ჯერ კიდევ რჩებათ თვალი ჩემზე, შეიძლება იმიტომაც, რომ არც თავად ვარ გულგრილი მათ მიმართ.”
როგორც ამბობენ, “მფარველი ანგელოზი” მწერლის ყველაზე გულწრფელი რომანია, იგი 1968 წელს დაიწერა. მეტად თავშესაქცევია ეს სასიყვარულო ისტორიები, გიჟური თავაწყვეტილი ქროლა სწრაფი “იაგუარით”. მოქმედება მეოცე საუკუნის ლოს-ანჯელესში ვითაარდება. მსუბუქი ირონია, სევდა, სიკეთე კვლავ თანმდევ თვისებებად რჩება, რაც ფ. საგანის რომანებისათვის ზოგადადაა დამახასიათებელი. ქალის მიერ შეფარებული ავარიის მსხვერპლი ლუისი, შინ საცხოვრებლად რომ წამოიყვანს, ჰოლივუდში თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგაც თვლის, რომ საკუთარი “მფარველი ანგელოზის” გვერდით სურს ცხოვრება.
მოკლედ, ეს წიგნი მანქანაში საკითხავად ან საარდადეგებოდ,ზედგამოჭრილია.

Advertisements

10 Responses to “ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი””

  1. katerina იანვარი 19, 2013 at 12:08 PM #

    მე მიყვარს საგანი, ოღონდ ეს რომანი არ ვიცი. წავიკითხავ

  2. Kejeradze იანვარი 19, 2013 at 1:42 PM #

    მიყვარს ფრანსუაზა… რჩევას გავითვალისწინებ და საარდადეგებოდ გადავდებ 🙂

  3. rusa111 იანვარი 21, 2013 at 11:47 AM #

    თან კარგად იკითხება,მე ცოტა მძიმე პირობებში მომიწია, ავად ვარ და საავადმყოფოში წავიკითხე.

  4. tsotnee იანვარი 30, 2013 at 12:06 PM #

    მე მაქვს წაკითხული და მართლაც კარგად იკითხება.

  5. lia111 იანვარი 31, 2013 at 11:39 AM #

    ეს რომანი არ წამიკითხავს. საერთოდ კი მივესალმები ასეთი ავტორების თარგმნას ქართულად. ხომ კარგი თარგმანია?

  6. rusa111 იანვარი 31, 2013 at 2:28 PM #

    კი, თარგმანს არა უშავს.

  7. Nino აგვისტო 9, 2013 at 10:57 AM #

    ძაან მომეწონა, გავერთე!

  8. rusa111 აგვისტო 9, 2013 at 3:40 PM #

    ფ. საგანი ზოგადად მსუბუქი საკითავია და სასიამოვნო. მე მგონი, ქალური ლიტერატურაა, მაგრამ როგორც ვატყობ, კაცებიც ხალისით კითხულობენ.

  9. anania სექტემბერი 9, 2013 at 10:55 PM #

    ამ ქალს ასაკით უმცროს კაცებზე რა გართულება აქვს!

  10. rusa111 სექტემბერი 9, 2013 at 11:06 PM #

    რა გითხრა, ან ილუზიაა, ან მობეზრება…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: