Archive | იანვარი, 2013

ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი”

18 იან

Image

ფრანგული რომანი
ფრანსუაზ საგანის “მფარველი ანგელოზი”. ეს რომანი ავტორის მორიგი ავანტიურაა, თუმცა ვერ იტყვი, რომ ურიგო საკითხავია.ასაკში შესული ქალის სასიყვარულოთავგადასავლები, მცირეწლოვანი თაყვანისმცემლები აქაც კვლავ შეგხვდებათ. “მე დოროთი სეიმური მქვია. 45 წლის ვარ და სახეზე ოდნავ შემპარვია ჭკნობა, რადგან ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის გადაჭრით არაფერი ამიკრძალავს. სცენარისტი გახლავართ, სხვათა შორის, სახელგანთქმულიც. მამაკაცებს ჯერ კიდევ რჩებათ თვალი ჩემზე, შეიძლება იმიტომაც, რომ არც თავად ვარ გულგრილი მათ მიმართ.”
როგორც ამბობენ, “მფარველი ანგელოზი” მწერლის ყველაზე გულწრფელი რომანია, იგი 1968 წელს დაიწერა. მეტად თავშესაქცევია ეს სასიყვარულო ისტორიები, გიჟური თავაწყვეტილი ქროლა სწრაფი “იაგუარით”. მოქმედება მეოცე საუკუნის ლოს-ანჯელესში ვითაარდება. მსუბუქი ირონია, სევდა, სიკეთე კვლავ თანმდევ თვისებებად რჩება, რაც ფ. საგანის რომანებისათვის ზოგადადაა დამახასიათებელი. ქალის მიერ შეფარებული ავარიის მსხვერპლი ლუისი, შინ საცხოვრებლად რომ წამოიყვანს, ჰოლივუდში თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგაც თვლის, რომ საკუთარი “მფარველი ანგელოზის” გვერდით სურს ცხოვრება.
მოკლედ, ეს წიგნი მანქანაში საკითხავად ან საარდადეგებოდ,ზედგამოჭრილია.

Advertisements